ფორთოხალი სქელკანიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფოროხალი სქელკანიანი

ფორთოხალი სქელკანიანი - ამ ჯიშის ფორთოხლის ხე მაღალია, 6–7 მეტრი სიმაღლისა, სქელი, უხვშეფოთლილი ვარჯით. მომრგვალო პირამიდული მოყვანილობისა.

ნაყოფი საშუალოზე პატარაა, სქელკანიანი, მაგარი და სქელი ქვედა ფენით.

ჯირკვლები ხშირია, მომსხო, ძირითადი ფერი მუქი ნარინჯისფერია, ხორცი უხვწვნიანია, ძლიერ მჟავე, არასასიამოვნო გემოსი. თესლი მრავალია.

ხე უფრო ხშირად გვხვდება საკუთარ ფესვებზე.

წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები