ფორთოხალი ჰამლინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰამლინია

ფორთოხალი ჰამლინი - წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვის ტიპის ერთ-ერთ საუკეთესო ჯიშს.

ხე საშუალოზე დიდია, უხვად შეფოთლილია საშუალო სიდიდის მახვილწვეტიანი ფოთლებით. ფოთლის ყუნწი მოკლეა, უფრთო ან შემორკალულფრთიანია. ჯიში უხვმოსავლიანია.

„ჰამლინის“ ტიპიური ნაყოფის დამახასითებელია: წესიერი სფეროსებრი მოყვანილობა, 6,0 სმ. სიმაღლე და 6,5–7,0 სმ. დიამეტრი. საშუალო წონა 150 გრამი, ლამაზი მოწითალო ნარინჯისფერი და გლუვი კანით, ნაყოფის წვერი ბუტკოს კვალთან ბრტყელია, შავ-მუქი წინწკლებით. ფუძე ჩაღრმავებული აქვს, მცირებორცვიანი.

კანის საშუალო სისქე 3–4 მილიმეტრია, მომწვანო ყვითელი, მწარე გემოსი, კანის და რბილობის ურთიერთშებმულობა საშუალოა, გულის ღერძი ამოვსებულია.

სეგმენტები 10–12-ია, თითქმის თანასწორი და ადვილად ეცლება ერთმანეთს. საწვნე უჯრედები წვრილია, გრძელი და მახვილწვეტიანი.

წვენი უხვად იცის და შეფერილია.

რბილობი ნაზი, სასიამოვნო კონსისტენციისა. გემო მომჟავო ტკბილია, მაგრამ საამო. სეგმენტების აპკი ნაზია.

თესლი მცირე რაოდენობითაა, ნაირ-ნაირი ფორმისა. თესლის შიგა საფარი ვარდისებრია, ქალაძასთან – მუქი ვარდისფერი.

ლებანი 2–4-ია, თეთრი, არათანასწორი, ჩანასახი პატარაა და თეთრი.

ხმელთაშუა ზღვის ტიპის სხვა ჯიშებიდან ჩვენს ნარგავებს შორის გვხვდება „დიუ-რუა“, „მაიორკა“, „დი-მალტა“, „პაიპერ-რინდი“, „პაინე-აპლი“,'მაგრამ ეს ჯიშები ჩვენში შეუფერებელი პირობების გამო (ნაკლები სითბო) ვერ აღწევენ დამახასიათებელ ხარისხს, ისხამენ წვრილ და ძლიერ მჟავე ნაყოფს.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები