ფორთოხლის ლიქიორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფორთოხლის ლიქიორი
8-10 ცალი ფორთოხლის წვენი;
1,5 ლ არაყი;
1 კგ შაქარი;
დარიჩინი გემოვნებით;
ფორთოხლის ცედრა გემოვნებით.
ფორთოხლის წვენს შევურიოთ არაყი ან გაზავებული სპირტი, დავუმატოთ შაქარი, კარგად ავურიოთ და ჩავასხათ შუშის ქილაში. მარლის პატარა ტომარაში ჩავაწყოთ დარიჩინი, ფორთოხლის ცედრა, მოვათავსოთ იმავე ქილაში და დავდგათ თბილ ადგილზე 1-1,5 თვის განმავლობაში. შემდეგ მარლის ტომარა თავისი შიგთავსით ამოვიღოთ, დარჩენილი ნარევი გავწუროთ, ჩავასხათ ბოთლებში და შევინახოთ 2-3 თვის განმავლობაში.