ფორმაწარმომქმნელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფორმაწარმომქმნელი
1. პლასტმასის დანამატი, რომელიც გამოიყენება ქაფპლასტების წარმოებაში. ის ხელს უწყობს თერმოპლასტიკური ან თერმორეაქტიული ფისის აქაფებას ცხელ მდგომარეობაში;
2. ნივთიერება, რომლის მეშვეობით წარმოიქმნება ფორების სისტემა მონოლითურ მასალაში. ესაა ორგანული ნივთიერება, რომელიც დაშლისას გამოყოფს აზოტს (ე.წ. ფოროფორები), არაორგანული ნაერთები, რომლებიც გამოყოფენ ნახშირბადის ორჟანგს (ნატრიუმის ჰიდროკარბონატი) და სხვ. გამოიყენება ფოროვანი რეზინის, ქაფბეტონის, კერამიკული მასალების წარმოებაში.