ფორტიფიკაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფორტიფიკაცია - (ლათინური fortificatio - გამაგრება, სიმაგრე), სამხედრო-საინჟინრო ხელოვნების დარგი, რომელიც მოიცავს ადგილმდებარეობის გამაგრების (საფორტიფიკაციო მოწყობის) თეორიას და პრაქტიკას როგორც ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებების და ტერიტორიის წინასწარი სამხედრო-საინჟინრო მომზადების დროს, ისე ომის მსვლელობისას. ამის მიხედვით ფორტიფიკაცია არის ხანგრძლივი და საველე (საჯარისო).