ფორჩხიძე შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შალვა ფორჩხიძე

ფორჩხიძე შალვა − (1919-2007), პოეტი. დაიბადა სოფელ ქვაციხეში (ჭიათურა). 1946 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1946 წელს. ლირიკული ლექსების პირველი კრებული „საწინდარი” 1950 წელს გამოსცა. ძირითადი პოეტური კრებულებია: „ჩემო ქვეყანავ” (1952), „შენ ხარ ვენახი” (1956), „ხმაურისა და სიჩუმის შორის” (1962), „ჟამი ამზევებისა” (1970), „ჩალისფერი კერპები” (1975), „ეს შენ ხარ, შენ ხარ” (1978), ერთტომეული (1980), ლექსები (1983). მას ეკუთვნის ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები ქართველ პოეტებზე, საყმაწვილო ლექსები და პოემები (კრებული „ძმობილები”, 1955; „ორთავ თვალის სინათლევ!”, 1979) და სხვა.


მიწა
მიწამ გამზარდა და მიყვარს მიწა,
ნაწვიმარზე რომ აუვა ორთქლი,
ყვავილებს ფიფქი და ცვარი სცვივა,
მზით იტენება ყლორტები ფოთქვი...
მიწაა ჩემი თბილი აკვანი,
ცოტაც და ჩუმად იქ მივიძინებ...
სხივებს დამათოვს ნაზი ტატანი _
და ცივი ლოდი არ დამამძიმებს.
სული ნათელში იქნება მარად,
სინათლეს არვის დავესესხები,
ხალხში იფრენენ კარიდან კარად,
მინდვრის ჩიტივით ჩემი ლექსები.
ზნეს არ შეიცვლის ალბათ ტაროსი,
მოვა ხანდახან შხაპუნა წვიმა,
არ დამამადლებს ცვარს კვი პაროსი,
ვიდრე იქნება ეს მწვანე მიწა!..

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები