ფოტოკერამიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფოტოკერამიკა – სპეციალური ფოტოგრაფიული პროცესებით მიღებული ნახატი გადააქვთ კერამიკულ ნაკეთობაზე, იფარება ადვილად დნობადი თხელი ფენით და მაგრდება გამოწვით. გამოწვის პროცესში ფლუსი იძლევა მტკიცე მინისებრ აპკს, რომელიც სურათს იცავს ატმოსფერული ზემოქმედებისაგან.