ფოჩებიანი მიწისვარსკვლავა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
FOCHEBIANI.PNG

ფოჩებიაწი მიწისვარსკვლავა (ლათ. Geasturs fimbriatum Fr. რუს. Звездовик бахромчатый)

ნაყოფსხეული – ნორჩობაში მრგვალია, 6 სმ-მდე დიამეტრისა. გარეთა გარსი თხელია, აპკისებრი, რომელიც შემდეგ ნაყოფსხეული შუამდე და ზოგჯერ მეტადაც იგლიჯება 5-10 არასწორწვეტიან ფოჩისებრ ნაწილად; შიგთავსი ხორციანია, გარედან მურაა, ყავისფერი ან ჟანგისფერი. შიგნითა გარსი სფეროსებრია. დიამეტრი – 2 სმ-მდე, მჯდომარეა, მოყვითალო ან ყავისფერი.

სპორები – სფეროსებრია, წვრილმეჭეჭებიანი გარსით, მურაა; 3,3-4,8 მკმ დიამეტრისა.

იზრდება ნიადაგზე წიწვიან და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად უვარგისია.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები