ფრანგიშვილი ივერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ივერი ფრანგიშვილი – (დ. 6 ივლისი, 1930, სამტრედიის რაიონის სოფელი დიდ ჯიხაიში — გ. 28 თებერვალი, 2006). — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიების ავტორი.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი (1952).
სამუშაო გამოცდილება
- სამეცნიერო საქმიანობა.
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91) საქართველოს კომუნისტური პარტიისაგან;
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენის კავალერი.