ფრანკი გერც

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გერც ფრანკი

გერც ფრანკი – (დ. 1926 წელს ქ. ლუძაში, ლატვია – (გ. 2013 წელს იერუსალიმში) – ლატვიელი და ისრაელელი კინოდოკუმენტალისტი.

იყო ჟურნალისტი და ფოტოგრაფი. 1959 წლიდან მუშაობდა რიგის კინოსტუდიაში სცენარისტად და რეჟისორად. 1993 წლიდან ცხოვრობდა ისრაელსა და ლატვიაში. 2002 წელს დააფუძნა საკუთარი კინოკომპანია შტუდიო EFEF. გადაღებული აქვს 30-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი. ასწავლიდა რუსეთის, გერმანიისა და ისრაელის კინოსკოლებში.

მოკლე ფილმოგრაფია და ჯილდოები:

  • 1963 – „ანდერძი“
  • 1968 – „ლეგენდების გარეშე“
  • 1971 – „შენი ხელფასის დღე“
  • 1975 – „აკრძალული ზონა“
  • 1978 – „ათი წუთით უფროსი“ (ი. პოდნიეკსთან თანაავტორობით)
  • 1983 – „სხვისი ტკივილი“
  • 1985 – „სახიფათო ზღვრამდე“
  • 1987 – „უმაღლესი სამართალი“
  • 1991 – „ცხოვრობდა „შვიდი სიმეონოვი“„ (სან-სებასტიანის სკფ. პრიზი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის)
  • 1992 – „ებრაელების ქუჩა“ (საპატიო დიპლომები იერუსალიმისა და ბორნჰოლმის სკფ.)
  • 2002 – „ფლეშბექი“ (კინოპრემია ნიკა)
  • 2008 – „მუდმივი რეპეტიცია“ (პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის „Festival Dei Popoli“ (ფლორენცია)

და სხვა.

წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები