ფრანკფურტის ზავი 1871
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფრანკფურტის ზავი 1871 - საზავო ხელშეკრულება გერმანიასა და საფრანგეთს შორის, რითაც დასრულდა საფრანგეთ-პრუსიის ომი. ხელმოწერილ იქნა 1871 წლის 10 მაისს მაინის ფრანკფურტში.
ფრანკფურტის ზავის მიხედვით, გერმანიამ საფრანგეთს ჩამოართვა ელზასი და აღმოსავლეთ ლოთარინგია და დააკისრა კონტრიბუცია 5 მლრდ ფრანკის ოდენობით, რომლის გადახდამდე საფრანგეთში რჩებოდა გერმანიის საოკუპაციო ჯარი.
ფრანკფურტის ზავმა ევროპაში შექმნა ძალთა ახალი განლაგება და დაძაბულობის გამწვავების ფაქტორად იქცა.
ფრანკფურტის ზავის პირობები გაუქმდა 1919 წლის ვერსალის საზავო ხელშეკრულებით