ფრანსუა-პონსე ანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანდრე ფრანსუა-პონსე – (François-Poncet, დ. 13 ივლისი 1887 - გ. 8 იანვარი 1978), საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი.

1917-19 – შვეიცარიაში საფრანგეთის საელჩოს პრეს-სამსახურის მუშაკი;
1920-24 – ეკონომიკური კვლევისა და ინფორმაციის ინსტიტუტის დირექტორი; საფრანგეთის დელეგაციის წევრი გენუის კონფერენციაზე 1922;
1924-31 – რესპუბლიკური პარტიის კომიტეტის წევრი, ეროვნული კრების დეპუტატი;
1928-31 – სახვითი ხელოვნების დარგში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ეროვნული ეკონომიკის საბჭოს ხელმძღვანელობის წევრი, ერთა ლიგაში საფრანგეთის წარმომადგენლის მოადგილე;
1931-38 – საფრანგეთის ელჩი გერმანიაში;
1938-40 – საფრანგეთის ელჩი იტალიაში;
1941 – ეროვნული საბჭოს წევრი, საფრანგეთის მმართველ წრეებში მიუნხენის პოლიტიკის მომხრე.
1943 დააპატიმრა გესტაპომ და მოათავსა საკონცენტრაციო ბანაკში, გაათავისუფლეს მოკავშირეებმა 1945;
1948 – გერმანიაში საფრანგეთის ჯარების მთავარსარდლობასთან მთავრობის სპეციალური დიპლომატიური მრჩეველი;
1949-55 – საფრანგეთის უმაღლესი კომისარი გერმანიაში; 1955 წლის მაისიდან სექტემბრამდე – საფრანგეთის ელჩი გფრ-ში;
1955-67 – საფრანგეთის წითელი ჯვრის საზოგადოების ჯერ ვიცე-პრეზიდენტი, შემდეგ კი პრეზიდენტი, იმავდროულად, 1949-დან– საერთაშორისო წითელი ჯვრის საზოგადოების მუდმივი კომისიის თავმჯდომარე; 1964-დან – გამომცემლობა „ფიგაროს“ ადმინისტრაციული საბჭოს წევრი.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები