ფრენის მანძილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფრენის მანძილი - მანძილი, რომელსაც საფრენი აპარატი ფარავს ფრენის დაწყებიდან დამთავრებამდე.
საწვავის მარაგის მიხედვით აეროდინამიკური საფრენი აპარატების ფრენის მანძილი დამოკიდებულია მის ტექნიკურ მონაცემებზე, აეროდინამიკურობის ხარისხზე, ფრენის რეჟიმზე (სიჩქარესა და სიმაღლეზე ზღვის დონიდან), გარეთ ჰაერის ტემპერატურაზე, საფრენი აპარატის მასაზე, შეიარაღების და საწვავის ავზების რაოდენობაზე, ასევე ქარის სიჩქარესა და მიმართულებაზე.
ბალისტიკური რაკეტის ფრენის მანძილი ძირითადად დამოკიდებულია ფრენის სიჩქარესა და სიმაღლეზე.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017