ფრენის მართვის ავტონომიური სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრენის მართვის ავტონომიური სისტემა - საფრენი აპარატის ბორტზე განლაგებული ფრენის ავტომატური მართვის საშუალებებით წინასწარ მიცემული პროგრამით ფრენა.

შეიცავს:

  • მოძრაობის რეგულირებადი პარამეტრების პროგრამულიდან გადახრის საზომ ხელსაწყოებს;
  • გამოთვლით მოწყობილობებს, რომლებიც გაზომილ გადახრებს მართვად კომანდებში გარდაქმნის;
  • საფრენი აპარატის აღმასრულებელ მოწყობილობებს.


თანამედროვე ფრენის მართვის ავტონომიური სისტემის უმრავლესობა ეფუძნება მართვის ინერციული სისტემების გამოყენებას. მისი უპირატესობა სხვა სისტემებთან შედარებით მდგომარეობს მაღალ დაბრკოლებამედეგობაში.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები