ფრთაწითლების გვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრთაწითლების გვარი – Scardinius Bonaparte 1832

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი: ფრთაწითლები


სხივფარფლიანი თევზები ფრთაწითლების გვარისა. ხახის კბილები ორმწკრივია, ჩვეულებრივ, 3,5-5,3, როგორც გამონაკლისი – 25,,52. მათი გვირგვინი გვერდებიდან შებრტყელებულია და მკვეთრად ხერხივით დაკბილული (თითოეულ კბილზე 5-8 კბილაკია), წვერო კბილისა ოდნავ მოკაუჭებულია. მცირე. მწკრივის კბილებიც ცოტად თუ ბევრად ხერხისებურად დაკბილულია. ქერცლი ერთმანეთზე კრამიტისებურად დალაგებული მკვრივი და ზომიერი ზომისაა. გვერდით ხაზზე 37-44 სრული ქერცლია. პირი წინაა და ზემოთაა მიმართული. ზედა ყბის ძვლის უკანა ბოლო. თვალის წინა კიდის ვერტიკალამდე შესამჩნევად ვერ აღწევს. ქვედა ყბის ქალასთან შესახსრების ადგილი თითქმის თვალის წინა კიდის ვერტიკალს აღწევს ან სავსებით უტოლდება ამ ვერტიკალს. თვალის წინა ძვალი ოთხკუთხოვანია, ის თვალბუდეს სწვდება და თვალის წინა კიდის იქით ვერ აღწევს. ლაყუჩის აპკები, ლაყუჩის წინა სახურავის ვერტიკალის უკანა კიდის ოდნავ წინ არიან მიმაგრებული. ლაყუჩის ჩხირები, მოკლე, მეჩხერი, მცირერიცხოვანია; პირველ რკალზე ისინი 10-მდეა. მუცელი, მუცლის ფარფლების უკან შესამჩნევად შებრტყელებულია და მასზე მკაფიოდ გამოხატული ტროპია, რომელიც ქერცლითაა დაფარული. ზურგის ფარფლი იწყება მუცლის ფარფლების ფუძეების რამდენადმე უკან. მასში III 8-9 (10) სხივია ანალური ფარფლი იწყება ზურგის ფარფლის ფუძის უკანა კიდიდან ვერტიკალის ოდნავ უკან; მასში III 8-12 სხივია. მუცლის აპკი ბაცია. ნაწლავის მილი მოკლეა და სხეულის სიგრძეზე (უკუდოდ) 1,5-2-ჯერ მეტია.

გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიაში, კავკასიასა და შუა აზიაში, საქართველოში გვხვდება ერთი სახე – ფრთაწითელა.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები