ფრიდრიხსჰამის საზავო ხელშეკრულება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრიდრიხსჰამის საზავო ხელშეკრულება – (რუსეთსა და შვედეთს შორის), ხელმოწერილ იქა 5(17).IX, ქალაქ ფრიდრიხსჰამში (თანამედროვე ჰამინა, ფინეთი) რუსეთის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის ნ. რუმინცევისა და სრულუფლებიანი წარმომადგენლის დ. ალოპეესის, ხოლო შვედეთის მხრიდან – ბარონ ლ. სტედინგისა და პოლკოვნიკ ა. შელდებრანდის (სკიელდებრანდის) მიერ. ფრიდრიხსჰამის საზავო ხელშეკრულებამ დაასრულა რუსეთ-შვედეთს ომი.

ფრიდრიხსჰამის საზავო ხელშეკრულების თანახმად, რუსეთმა მიიღო ფინეთი და ალანდის კუნძულები. ფინეთი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში როგორც დიდი სამთავრო თავისი კონსტიტუციითა და სეიმით. ახალ საზღვრად რუსეთსა და შვედეთს შორის დადგინდა მდ. ტორნეო და მდ. მუონიო. შვედეთმა აიღო ვალდებულება. გაეწყვიტა კავშირი დიდ ბრიტანეთთან, შეერთებოდა კონტინენტურ ბლოკადას და დაედო სამშვიდობო ხელშეკრულებები საფრანგეთსა და დანიასთან. ფრიდრიხსჰამის საზავო ხელშეკრულებით აღდგა სავაჭრო ურთიერთობები რუსეთსა და შვედეთს შორის. შვედებს მიეცათ უფლება საბაჟო გადასახადის გარეშე შეეძინათ გარკვეული რაოდენობით ხორბალი რუსეთში. გარდა ამისა, შვედეთში მცხოვრებ ფინელებსა და ფინეთში მცხოვრებ შვედებს მიეცათ სამშობლოში მთელი თავისი ქონებით დაბრუნების უფლება. ფრიდრიხსჰამის საზავო ხელშეკრულება შეიცავდა აგრეთვე მუხლებს ამნისტიისა და ტყვეთა გაცვლის შესახებ.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები