ფრონტების ჯგუფების ოპერაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრონტების ჯგუფების ოპერაცია - სტრატეგიული მიზნების მისაღწევად წარმოებული შეტევითი ან თავდაცვითი ოპერაცია.

დაჯგუფების ოპერაციების მიზნებს, ჩვეულებრივ, წარმოადგენდა:

  • მოწინააღმდეგის სტრატეგიული დაჯგუფებების განადგურება,
  • სტრატეგიული თვალსაზრისით მნივშნელოვანი რაიონების (ზღუდეების) დაუფლება,
  • მტრული კოალიციის სახელმწიფოთა ომიდან გამოყვანა.


ისინი ეწყობოდნენ 300-1000 კმ-იან ზოლებში 200-600 კმ სიღრმეზე 12-დან 30 დღემდე და უფრო მეტი ხნის განმავლობაში.

ფრონტების ჯგუფის თავდაცვითი ოპერაციების განხორციელების მიზანი იყო

  • ჩაეშალათ მოწინააღმდეგის დაჯგუფებების შემოტევა,
  • მიეყენებინათ მათთვის მნიშვნელოვანი ზარალი,
  • შეენარჩუნებინათ სტრატეგიული თვალსაზრისით დიდმნიშვნელოვანი რაიონები (ზღუდეები) და შეექმნათ პირობები შეტევაზე (კონტრშეტევაზე) გადასასვლელად.

ფრონტების ჯგუფების ოპერაცია ეწყობოდა 500-800 კმ ზოლებში და გრძელდებოდა 20-დან 100 დღემდე და უფრო მეტ ხანს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები