ფრონტისპირა ქვეყნების თათბირები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ფრონტისპირა ქვეყნების“ თათბირები – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეზობლად მდებარე სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების რეგულარული, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები და კონსულტაციები, რომელშიც აგრეთვე მონაწილეობდნენ სამხრეთ აფრიკისა და ნამიბიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. პირველი თათბირი მოეწყო 1974. რომელშიც მონაწილეობდნენ ზამბია, ტანზანია და ბოტსვანა. 1975 მათ შეუერთდა მოზამბიკი, 1976 – ანგოლა, 1980 – ზიმბაბვე. ზოგიერთ შეხვედრაში მონაწილეობდა ნიგერიაც, თუმცა არ წარმოადგენდა „ფრონტისპირა ქვეყანას“. შეხვედრების დროს მონაწილე ქვეყნების მიერ ხდებოდა ერთობლივი პოზიციების შემუშავება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის მხარდაჭერის, აპართეიდის, ნეოკოლონიალიზმისა და რასიზმის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში, „ფრონტისპირა ქვეყნების“ პოზიციამ ხელი შეუწყო ზიმბაბვეში პატრიოტული ფრონტის გამარჯვებას, მათმა საქმიანობამ კი – ნამიბიის პრობლემის გადაწყვეტას და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აპართეიდული რეჟიმის დამხობას. ამ მოვლენების შემდეგ „ფრონტისპირა ქვეყნების“ თათბირებმა დაკარგა მნიშვნელობა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები