ფსევდოდიპტეროსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფსევდოდიპტეროსი (ბერძ. pseudēs ცრუ, ყალბი ან pseûdos სიცრუე, სიყალბე, ტყუილი, dís ორჯერ და pterón ფრთა, ბუმბული) – ანტიკური ტაძარი, რომლის სვეტნარი განლაგებულია ნაოსის გარშემო, მისგან ორმაგ სვეტშორისის მანძილზე. დიპტეროსისგან განსხვავებით არ გააჩნია სვეტების მეორე, შიდა რიგი, თუმცა ადგილი მისთვის დატოვებულია.