ფსირცხა (მდინარე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფსირცხა − მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. სათავეს იღებს ახალი ათონის ჩრდილო-დასავლეთით და შავ ზღვაში ჩაედინება. შუა საუკუნეებში მას ანაკოფიის მდინარე ეწოდებოდა ძველი ციხექალაქის, ანაკოფიის (ამჟამად ახალი ათონი) სახელის მიხედვით. მდინარის სიგრძე 1,5 კმ-ია.