ფსიქოგენური პირღებინება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფსიქოგენური პირღებინება - ქრონიკული და ეპიზოდური პირღებინებაა, რომელსაც არ აქვს ორგანული მიზეზები. ჩვეულებრივ, იწყება ჭამის შემდეგ და მას არ ახლავს გულისრევის შეგრძნება. ის უნდა გაიმიჯნოს უფრო ფართოდ გავრცელებული ნერვული ბულიმიის სინდრომისგან, რომლის დროსაც თვითგამოწვეული პირღებინება თან სდევს უკონტროლო კვების ეპიზოდებს. ფსიქოგენური პირღებინება უფრო ხშირად აქვთ ქალებს, ვიდრე მამაკაცებს და ვლინდება ახალგაზრდა და საშუალო ასაკში. რეკომენდებული მკურნალობის სახეებია ფსიქოთერაპია და ბიჰევიორული თერაპია.

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები