ფუკუდას დოქტრინა
ფუკუდას დოქტრინა – წამოაყენა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ტ. ფუკუდამ 18.VIII.1977 მანილაში თავისი გამოსვლის დროს. დოქტრინაში ჩამოყალიბებული იყო იაპონიის საგარეო პოლიტიკის პრინციპები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მიმართ. იგი შედგებოდა სამი ძირითადი დებულებისაგან: იაპონია არ გახდება სამხედრო სახელმწიფო; „როგორც ჭეშმარიტი მეგობარი“, იაპონია თავის პოლიტიკას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მიმართ ააგებს „გულითად ურთიერთნდობაზე“, გამომდინარე „თანასწორუფლებიანი პარტნიორის პოზიციებიდან; იაპონია აქტიურად შეუწყობს ხელს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ასეანი) „დამოუკიდებელ ცნება“, მიმართულს „სოლიდარობისა და სტაბილურობისადმი“ და შეეცდება, მიაღწიოს ურთიერთგაგებას ინდოჩინეთის ქვეყნებთან. ფუკუდას დოქტრინის მიზანი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში არსებული უნდობლობის გაფანტვა და იაპონიის პოლიტიკური როლის გაძლიერება რეგიონში.