ფუნგიციდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფუნგიციდი (ლათ. fungus სოკო და caedo ვკლავ)

1. ქიმიური ნივთიერება მცენარეებისა და თესლის ბაქტერიული, ვირუსული, პარაზიტული სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგოდ (ფორმალინი, ფუნდაზოლი, გრანოზანი, მერკურანი; გოგირდის, სპილენძის, დარიშხანის არაორგანული შენაერთები; ტყვიის ორგანული შენაერთები, კარბამიდის მჟავას წარმოებულები და სხვ.). ფუნგიციდი გამოიყენება გასხურების ან გაშხეფების გზით ნიადაგის, საცავების, კვალსათბურების დეზინფექციისათვის. ფუნგიციდის უმეტესობა შხამიანია, რის გამოც შენახვისა და მოხმარებისას დაცული უნდა იქნეს უსაფრთხოების მკაცრი ზომები;

2. ძლიერი ორგანული წარმოშობის შხამი.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები