ფუნდუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფუნდუსი – კინოდეკორაციის გამზადებული სამშენებლო და არქიტექტურული ნაწილებისა და დეტალების ანაკრები. ფუნდუსის ელემენტებია სხვადასხვა ზომის ფარები (კედლის შემქმნელი ფუნდუსი), კარ-ფანჯარა, ფიცარნაგი, კიბესვეტი და დეკორაციის სხვა კვანძები და დეტალები. კინოდეკორაციის აგება (მთლიანად ან ნაწილობრივ) წარმოებს მზა ბლოკებით, კვანძებით და დეტალებით, რომლებიც ერთმანეთთან ერთდება ჭახრაკების მეშვეობით. ასეთი შეერთების საშუალებით ფუნდუსის ელემენტები არ ზიანდება კინოდეკორაციის აწყობისა და დაშლისას და მრავალჯერადად გამოიყენება.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები