ფუნთუშა (მცენარე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფუნთუშა

ფუნთუშა – (Sedum pallidum M. Bieb.); ოჯახი: სქელფოთოლასებრნი (Crassulaceae). ორ ან ერთწლიანი მცენარეა, სიმაღლით 5-30 სმ-მდეა. მცენარე ჯირკვლოვანი ბეწვითაა შემოსილი. ფოთლები რიგ-რიგად არის განლაგებული, მჯდომარე, ნახევრად ცილინდრული. ყვავილედი ქოლგისებურ-ფარისებურია. გვირგვინი თეთრია, ვარდისფერი შუა ძარღვით. ყვ. ნაყ. V-VIII. მცენარე იზრდება მთის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე, მშრალ, ქვიან, კლდიან და ქვიშნარ ადგილებში. კახეთში მცენარის ნახვა შესაძლებელია ქალაქ თელავისა და სოფელ შილდის მიდამოებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები