ფუნიკულიორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფუნიკულიორი (ლათ. fūniculus წვრილი თოკი < fūnis თოკი, ბაგირი) – ქანობიან რელიეფზე მოწყობილი საბაგირო რკინიგზა, რომელზეც ვაგონები მოძრაობენ საბაგირო წევით. ფუნიკულიორის დანიშნულებაა მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა. ფუნიკულიორის მთავარი იდეაა ერთმანეთთან ბაგირით დაკავშირებული ორი ვაგონის არსებობა, რომელთაგან ერთი მოძრაობს ზევით, მეორე – ქვევით. ასეთი სქემის შემთხვევაში ხდება ვაგონების ურთიერთბალანსირება და ელექტრული ამძრავის მიერ დახარჯული ენერგიის მინიმიზირება.