ფურცელაძე ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფურცელაძე ალექსანდრე მიხეილის ძე – ( 09.08.1871-1920), ქართველი ოფიცერი, რუსეთის საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკი, დროებითი მთავრობის არმიის გენერალ-მაიორი და ქართული არმიის გენერალი. I მსოფლიო ომის მონაწილე. გენერალ-მაიორ მიხეილ ფურცელაძის (1834-1912) შვილი. გიორგის ჯვრის კავალერი.

1897-1904 წლებში მსახურობდა ასლანდუზის სარეზერვო ბატალიონში. 1904 წლიდან მსახურობდა ველიკოლუცკის მე-12 ქვეით პოლკში.

მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე. 1916 წლის 22 ივნისს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1917 წლის 14 მარტს დაინიშნა საპანოვსკის 622-ე ქვეითი პოლკის მეთაურად და მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. (გიორგის სტატუტის 49 და 54 მუხლების საფუძველზე).

1918-1920 წლებში მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, და შემდეგ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში. დაიღუპა 1920 წლის აპრილში აზერბაიჯანის გასაბჭოების დროს.

საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო: წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით (1915 წლის 17 ოქტომბერს); გიორგის ოქროს იარაღით (1917 წლის 27 მარტს); წმინდა სტანისლავის III (1907წ.) ხარისხის ორდენით; (მახვილებით, II ხარისხი–1916წ.)და(მახვილითადა ბაფთებით III ხარისხის – 1916 წ.); წმინდა ანას IV (მამაცობისათვის – 1916 წ.), II (მახვილებით – 1915 წ.) ხარისხის ორდენით; წმინდა ვლადიმირის IV (მახვილებით და ბაფთით – 1915 წ.) და III (მახვილებით – 1917 წ.) ხარისხის ორდენით.



იხილე აგრეთვე

ალექსანდრე ფურცელაძე

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები