ფურცელსაღუნი მანქანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფურცელსაღუნი მანქანა – მანქანა ლითონის ფურცლების (ზოლების) გადასაღუნად და გასასწორებლად მათი გატარებით მბრუნავ ლილვებს შორის.
არსებობს ორი სახის: მობრუნებადი საღუნი კოჭით (სწორხაზოვანი კონტურის დეტალების, მილების სამართულებზე, ჩაკეტილი კონტურების, ფურცლების ცივი ღუნვისათვის) და როტაციული (საქვაბის, მაღალი წნევის ჭურჭლების, კონვერტერების ელემენტების ღუნვისათვის).