ფუჭი საბრძოლო მასალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფუჭი საბრძოლო მასალები - საბრძოლო მასალები, რომლებიც გამოიყენება საარტილერიო ქვემეხებში ან სასროლ იარაღში და რომლის დანიშნულებაა სროლის ხმის იმიტაცია.
გამოიყენება სწავლების დროს, საზეიმო ღონისძიებების ჩატარებისას, ფეიერვერკების ხმოვანი თანხლებისთვის და მხედრული პატივის მიგებისთვის. წარმოადგენს უკვალო დენთის მუხტს, რომელიც მჭიდროდ არის ჩატენილი საშტატო მასრაში.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017