ფუჭფუჭა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფუჭფუჭა

ფუჭფუჭა – (Colitea orientalis Mill.); ოჯახი: პარკოსნები (Fabeceae). 1-2 მ სიმაღლის ბუჩქია, ლეგა, თხლად შებუსული ტოტებით. ფოთლები კვერცხისებურია, 5-6 სმ სიგრძის, შედგება 3-5 წყვილი ფოთოლაკისაგან; ფოთოლაკები უკუკვერცხისებურია ან მომრგვალო, 10-18 მმ სიგრძისა და 80-17 მმ სიგანის, ზედა მხარეზე შიშველი, ქვემოდან შებუსული. ყვავილედი 1-5-ყვავილიანი მტევანია. ყვავილი ნარინჯისფერ-წითელია, უფრო მუქი ძარღვებით. აფრას ძირში ორი ყვითელი ლაქა აქვს. ყვ. V-VI; ნაყ. VI-VII. მცენარე იზრდება კლდოვან და ქვიან ადგილებში, ნახევრად უდაბნოს, ველების, მეჩხერი ტყეებისა და ქსეროფილური ბუჩქნარების ცენოზებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ წინანდლის მიდამოებში, ასევე მდინარე გომბორის კლდოვან ნაპირებზე. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები