ფშატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Eleagnus.PNG

ფშატი - Elaeagnus angustifolia L.

ქართლ., გარ.კახ. — ჭალაფშატა, კატაფშატა

ფშატი ეკუთვნის ფშატისებრთა ოჯახს. ის აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. სიმაღლით 5 მ-ს არ აღემატება და ბუჩქის ან ტანდაბალი ხის სახით გვხვდება. წლიური ტოტები ვერცხლისფერი ქერქლითაა მოფენილი, უფრო ძველი კი მეწამულ-ყავისფერი და პრიალაა, ზოგ შემთხვევაში მეჩხერეკლიანი. ახალგაზრდა ფოთლებიც ვერცხლისფერი ქერქლითაა მოფენილი. ზრდასთან ერთად, ზედა მხარეს ქერქლი სცილდება, ქვედა მხარე კი სახეს არ იცვლის. ყვავილობს მაისის მეორე ნახევრიდან. ყვავილი ვერცხლისფერი ქერქლითაა დაფარული, შიგნიდან კი ყვითელია.ნაყოფი თავიდან ვერცხლისფერი ქერქლითაა დაფარული, მომწიფებისას ქერქლი ქრება და ნაყოფი მოყავისფრო-მოყვითალო ხდება.


წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები