ფხრივ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფხრივ - ფეხით, ქვეითად.
რომელი გარდააქცევს ზღუასა ხმელად, მდინარესა წიაღხდენ ფრხივ; მუნ ვიხარებდეთ ჩუენ მისა მიმართ. ფსალ. 65,5
„მდინარესა წიაღხდენ ფხრივ“ - აქ დავით მეფე საუბრობს სასწაულებრივ ისტორიულ მოვლენაზე, როდესაც იერიქოს დასაპყრობად მიმავალმა ისრაელიანებმა წინ წაიმძღვარეს აღთქმის კიდობანი და ადიდებულ იორდანეზე ფეხით გავიდნენ (ისუ: 3, 14-17).
წყარო
იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი