ქაბერტიოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქაბერტიოზი – (chabertiosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Chabertia + ბერძნ. osis დაავადება), ცხვრის ჰელმინთოზი, რომლის აღმძვრელი – Chabertia ovina პარაზიტობს მსხვილ ნაწლავებში. გავრცელებულია ყველგან.
სიმპტომები: ანემია, სიგამხდრე, ფაღარათი, შეშუპება ყბათაშორის არეში, გაძლიერებული წყურვილი.