ქავთარაძე გიორგი (მწერალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ქავთარაძე

ქავთარაძე გიორგი − (1908 − 1989), ქართველი მწერალი, პოეტი და მთარგმნელი. იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. დაიბადა სოფელ ცხრაწყაროში (ზესტაფონი). 1933 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1935 წელს, პირველი პოეტური კრებული − „სიცოცხლის სიყვარული” − 1958 წელს. მას ეკუთვნის ლექსთა წიგნები: „დიდი სიმღერა” (1971), „ომგადახდილი დროშა” (1981), რომანები: „მზე ღრუბლებში” (1964), „დაჭრილი არყის ხე” (1979); თარგმნა ჰიუგოს, ბერანჟეს, გოტიეს, ვერლენის, არაგონის, ელუარის ლექსები.


ომის დღეები უკრაინაში
დღე თენდებოდა ზოგჯერ სანგარში,
მაგრამ დღეები დღეებს არ ჰგავდა.
არც მზის ამოსვლა, აღარც რიჟრაჟი,
ცა დაერბია ქარიშხალს, ავდარს.
გვავიწყდებოდა ყველა ტკივილი,
დედასამშობლოს ტკივილის გარდა,
ხან დაფეთებულ ფრინველთ კივილი...
ხან აფრენილი გუნდი ყორანთა.
დედა გვეძახდა: - არ გადაგვჯეგონ,
დაჰკარი ხლოპეც, დაჰკარი, ბიჭო!
წმინდა საფლავებს − ტარას შევჩენკოს
ან გურამიშვილს არ დააბიჯონ.
თავზე გვეხურა ნისლების მთები
და საგზლად გვქონდა ძმობის ფიცვერცხლი,
მივსდევდით მტერს და გზას გვინათებდა
ჩვენი სამშობლოს დროშების ცეცხლი.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები