ქავთარაძე კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქავთარაძე კონსტანტინე

ქავთარაძე კონსტანტინე – (Kavtaradze Konstantin), ქართველი დიპლომატი, 2006-2011 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, 2011-2015 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში, 2017 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კანადაში, 2017 წლიდან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში
დაიბადა 19 მაისი, 1966 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1990 – თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო უნივერსიტეტი;
1994 – ვენის დიპლომატიური აკადემია.

სამუშაო გამოცდილება:
1983-1985 – საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტი, რეჟისორის ასისტენტი;
1990 – დიპლომატიური სამსახური, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
1990-1991 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთავარი საწარმოო-კომერციული სამმართველო;
1991-1992 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურულ-ჰუმანიტარულ ურთიერთობათა სამმართველო;
1992-1993 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის, პარტნიორულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ჰუმანიტარულ ურთიერთობათა განყოფილების უფროსი;
1993-1994 – ვენის დიპლომატიური აკადემიის სპეციალური კურსი;
1994-1995 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის, პარტნიორულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ჰუმანიტარულ ურთიერთობათა განყოფილების უფროსი;
1995-2000 – ქ. ათენში საქართველოს გენერალური საკონსულო, ვიცე-კონსული;
2000-2001 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ეუთო-ს სამმართველოს უფროსი;
2001 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2001-2004 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი;
2004-2005 – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
2005 – ნატო-სთან პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;
2011 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი;
2016-2017 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში.

ფლობს: ინგლისურ, ბერძნულ, პოლონურ, რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები:
საქართველოს „ღირსების ორდენი“.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები