ქავთარაძე ნანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნანა ქავთარაძე – (19 სექტემბერი 1935, თბილისი), მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2013), ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1982), კომპოზიტორთა კავშირის წევრი, ასოცირებული პროფესორი (1999).
1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მუსიკის ისტორიის სპეციალობით (პედ. პ. ხუჭუა). 1964-1984 თბილსიის პირველი სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი, ჟურნალ საბჭოთა ხელოვნების მუსიკალური განყოფილების გამგე. 1984-იდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1984-1989 მუსიკის ისტორიის კათედრის გამგე, მის მიერ გამოცემულია: „დ. არაყიშვილი“ (1974), „მ. დავითაშვილი“ (1976), „ნ. ხარაძე“ (1995), „ე. ისაკაძე“ (1999), „ა. ნიჟარაძე“ (2000), „თ. მუშკუდიანი“ (2008), პუბლიკაციები და სხვ.