ქათამაძე გრიგოლ
ქათამაძე გრიგოლ – (Katamadze Grigol), ქართველი დიპლომატი, 2000-2007 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, (2001-2004 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აკრედიტებული მოლდოვის რესპუბლიკაში და რუმინეთში), 2009-2013 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში.
დაიბადა: 12 აგვისტო, 1961 წელი, ქ. ქუთაისი, საქართველო.
განათლება:
1985 – დაამთავრა კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება:
1985-1987 – სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის უმაღლესი სკოლის თბილისის ფაკულტეტის სასწავლო განყოფილების ინჟინერი, ზოგადი იურიდიული დისციპლინების კათედრის სასწავლო კაბინეტის უფროსი;
1987-1988 – მსახურობდა სსრკ-ს შეიარაღებულ ძალებში;
1988-1993 – სასწავლო კაბინეტის უფროსი, უფროსი პედაგოგი, ასოცირებული პროფესორი, კათედრის უფროსის მოადგილე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ზოგადი იურიდიული დისციპლინების კათედრის უფროსი;
1993-1994 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
1994-1998 – საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი უკრაინაში;
1998-2000 – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
2007-2008 – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
2008-2009 – სს „საქართველოს ბანკის“ საერთაშორისო განვითარების დირექტორი;
2013-2014 – კომპანია BETEK-ის მრჩეველი;
2014-2015 – TNK GLOBAL GROUP-ის პრეზიდენტი;
29/05/2015-დან – სრულიად უკრაინის გადამხდელთა ასოციაციის პრეზიდენტი;
1/04/2020-დან – შპს PETRO OIL AND CHEMICALC – დირექტორი (შეთავსებით);
1/08/2020-დან – შპს „UKRAINIAN ENERGY SOLUTIONS 2018“-ის გენერალური დირექტორი.
სოციალური აქტივობები:
ბოჰდან სტუპკას ფონდის სამეურვეო საბჭოს წევრი;
უკრაინის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი;
უკრაინის ბიზნეს საბჭოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის კოლეგიის წევრი;
ევროპის გადამხდელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.
იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი (უკრაინა, 1991).
ფლობს: ინგლისურ, უკრაინულ და რუსულ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ჯილდოები:
III ხარისხის დამსახურების ორდენი (უკრაინა, 2006);
II ხარისხის დამსახურების ორდენი (უკრაინა, 2007);
იაროსლავ ბრძენის V ხარისხის ორდენი (უკრაინა, 2007);
ღირსების ორდენი (საქართველო, 2009);
საპრეზიდენტო ღირსების ორდენი (საქართველო, 2013).