ქათმის წვნიანი შორვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქათმის წვნიანი შორვა − ქათმის ხორცით მომზადებული კერძი.
წვრილად დაჭრილ და გარეცხილ ქათმის ხორცს ცივ წყალში მოხარშავდნენ, შემდეგ დამწვარ ერბოში მოხრაკულ ფქვილს მარილნარევ პილპილში დანაყილ ნიგოზთან ერთად წვენში გახსნიდნენ და ხორციან ჭურჭელში ჩაასხამდნენ. ბოლოს ერბოში მოხრაკულ პრასა-მაკიდოს დაამატებდნენ და წამოადუღებდნენ.
ლიტერატურა
აბაშიძე, კომახიძე, 1998:139.