ქალაქის ქამა
ქალაქის ქამა (ორსაყელოიანი ქამა)
(ლათ. Agaricus bitorquis (Quel.) Sacc. რუს. Шампиньон двухкольцевой)
ქუდი – 4-10 სმ დიამეტრისაა, ჯერ ნახევარსფეროსებრია, შემდეგ მრგვლად ამობურცული, შეკეცილი კიდეებით, სადა, თეთრი ის მოთეთრო, ზოგჯერ ჟანგმიწისფერი ლაქები ახასიათებს. ფირფიტები თავისუფალია, ხშირი, ვიწრო, ჯერ ვარდისფერი, შემდეგ კი – მოყავისფრო-შოკოლადისფერი.
ფეხი – 5-7 სმ სიგრძისა და 1,5-3 სმ სისქისაა, ცილინდრულია, ზოგჯერ ძირში გასქელებული, თეთრია, ახასიათებს ორშრიანი საყელო, რომელიც უვითარდება ფეხის ქვედა ნაწილზე.
რბილობი – თეთრი, გადატეხისას ჰაერზე ჯერ ვარდისფერი ხდება, შემდეგ კი მუქდება, სასიამოვნო სუნი ახასიათებს.
სპორები – ელიფსისებრია, მურა, 5-7X3,5-5 მკმ.
იზრდება ნიადაგზე, პარკებში, ბაღებში, ქალაქის ქუჩებში გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.
ახალი სოკო კარგი საჭმელია ზოგიერთ ქვეყანაში მისდევენ მის ხელოვნურ მოშენებას საწარმოო მასშტაბით.