ქალაქ ცხინვალის კოშკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქალაქ ცხინვალის კოშკი - გვიანი შუა საუკუნეები - კოშკი, რომელიც საბანოვის ქ.No დგას ნაგებია დიდი ზომის რიყის ქვებით სქელ დუღაბზე. გეგმით კვადრატია, სამხრეთით გააჩნია თაღოვანი შესასვლელი. შესასვლელის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. ასეთივე თითო ნიშა დატანებულია დანარჩენ კედლებში. კოშკი გადახურული იყო შეისრული კამარით. შემორჩენილია კამარის ქვედა წყობის ფრაგმენტები. დასავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია. შემორჩენილია მეორე სართულის ჩრდილოეთი კედლის ნაწილი.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა