ქალთა მდგომარეობის კომისია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქალთა მდგომარეობის კომისია – (Commission on the Status of Women), შეიქმნა გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს გადაწყვეტილებით 21. VI. 1946. კომისიის შემადგენლობა ირჩევა 4 წლის ვადით სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობის საფუძველზე. კომისიის მიზანია, ხელი შეეწყოს ყველა ქვეყანაში ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში და ეკოსოსის მეშვეობით წარუდგინოს გაეროს შესაბამისი რეკომენდაციები, კომისიამ შეიმუშავა შემდეგი დოკუმენტების პროექტები: კონვენცია ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ (1953), კონვენცია ქორწინებაში მყოფი ქალის მოქალაქეობის შესახებ (1957) და ა.შ., რომლებიც შემდგომ მიიღო გაერომ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები