ქამასებრი
ქამასებრი (ლათ. Rozites caperata(Pers.: Fr.) Karst. რუს. Колпак кольчатый)
ქუდი – 12 სმ-მდე დიამეტრისაა, ნახევრსფეროსებრი, შემდეგ ბრტყლად ამობურცული, ზედაპირი დაფქვილულია, მოყვითალო-მური მოვარდისფრო ელფერით. ფირფიტები შეზრდილია, განიერი, დაკბილული კიდეებით, ჯერ ჭუჭყისფერ-ყვითელია, შემდეგ კი – მოყვითალო-მურა.
ფეხი – 4-10 სმ სიგრძისა და 1-2 სმ სისქისაა, ცილინდრული, ძირში გაგანიერებული, სიგრძივ ბოჭკოვანია, მოყვითალო-მურა, ახასიათებს ყვითელი, ფირფიტოვანი განიერი საყელო.
რბილობი – თეთრია, გადატეხისას ყვითლდება, განსაკუთრებული სუნის გარეშე.
სპორები – კვერცხისებრ-ლიმონისებრია, ხორკლიანი ზედაპირით, ჟანგმიწისფერ-ყვითელია, 11-14X7-9 მკმ.
იზრდება ნიადაგზე წიწვიან და ფოთლოვან ტყეებში ზაფხულ შემოდგომით. კარგი საჭმელი სოკოა, იხმარება ახალი.