ქანჩი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქანჩი

ქანჩილითონის სამაგრი ნაკეთობა ხრახნიანი შუაგულით, რომელიც ქმნის შეერთებას ხრახნის, ჭანჭიკის ან სარჭის დახმარებით. მზადდება ლეგირებული, ჩვეულებრივი, ინსტრუმენტული ან საავტომატე ფოლადისაგან, როგორც წესი, ექვსწახნაგა ფორმის (შესაძლებელია სხვა ფორმისაც, მაგ., მრგვალი, გვირგვივოვანი, კვადრატული და სხვ.). ქანჩის სიმაღლეს იღებენ (0,5-0,8)d ფარგლებში, სადაც d არის ქანჩის შუაგულის (ნახვრეტის) დიამეტრი. ქანჩებს, როგორც წესი, ამზადებენ დაზგა-ავტომატებზე. პრაქტიკულად, გამოიყენება ტექნიკის ყველა დარგში (საბავშვო კონსტრუქტორიდან დაწყებული – ხიდების მშენებლობით დამთავრებული).





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები