ქარაფშუტას თავგადასავალი (ოპერა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქარაფშუტას თავგადასავალიიგორ სტრავინსკის ოპერა. ოპერას საფუძვლად დაედო ინგლისელი გრაფიკოსის უილიამ ჰოგარტის გრავიურების ციკლი, რომლებიც მოგვითხრობენ მოულოდნელად გამდიდრებული ახალგაზრდა პროვინციელის მწუხარე ამბავს. ოპერის სამი მთავარი პერსონაჟი – ტომი, ნიკ შედოუ და ენი სამ ურთიერთდაპირისპირებულ საწყისს განასახიერებენ. ნიკ შედოუ ბოროტი ძალაა, ეშმაკი, რომელიც (ჯარისკაცის ამბავის პერსონაჟის მსგავსად) აცდუნებს გამოუცდელ ახალგაზრდას და მის სულს დაეპატრონება; მას უპირისპირდება ენი (ANN) – სიყვარულის და კეთილშობილების განსახიერება; ხოლო რაც შეეხება მთავარ პერსონაჟს – ტომს, იგი მერყეობს კეთილსა და ბოროტს შორის და ამ თვისებით მრავალ საოპერო პერსონაჟს მოგვაგონებს. აქვე უნდა ითქვას, რომ მთავარი გმირების ამგვარი „სამკუთხედი“, მათი ტიპაჟები და ურთიერთობები პირდაპირ ასოციაციებს ბადებენ. გავიხსენოთ კასპარი – მაქსი – აგატა (თავისუფალი მსროლელი), მეფისტოფელი – ფაუსტი – მარგარიტა (ფაუსტი), ეშმაკი – ჯარისკაცი – პრინცესა (ჯარისკაცის ამბავი).

ოპერაში, როგორც აღვნიშნეთ, სტრავინსკიმ ააღორძინა XVIII-XIX საუკუნეების მიჯნის კომიკური ოპერის ტიპი, ძირითადი დრამატურგიული თავისებურებები, აგებულება. ოპერაში ფართოდაა გამოყენებული ტრადიციული რეპრიზული ფორმები, კერძოდ, არიები da capo, დიდი ფინალები, კლასიკური ოპერისთვის დამახასიათებელი ჟანრების მონაცვლეობა: მწუხარე არია lamento-ს მოსდევს აქტიური კაბალეტა (პირველი აქტის მესამე სცენის დასაწყისი) და სხვ. მრავლად გეხედება ტრადიციული საანსამბლო სცენებიც და რეჩიტატივები secco ჩემბალოს თანხლებით.

ამგვარად, ოპერაში ქარაფშუტას თავგადასავალი სტრავინსკიმ აბსოლუტური სრულყოფილებით წარმოაჩინა ნეოკლასიციზმის შესაძლებლობები, ორი განსხვავებული ეპოქის ტიპური ნიშნების შეერთების, სინთეზირების საშუალებები. ამასთანავე, ნაწარმოების პრემიერის შემდეგ ავტორი წერდა: „ეს გზის დასასრულია“. და მართლაც, ქარაფშუტას თავგადასავალში კომპოზიტორმა ამოწურა ნეოკლასიციზმის შესაძლებლობები და ამის შემდეგ სტრავინსკის სტილურ ევოლუციაში კიდევ ერთი რადიკალური ცვლილება მოხდა. თუმცა, ახალი სტილის ნიშნები (ნეოკლასიციზმის მსგავსად) ჯერ კიდევ 40-იანი წლების ორ ნაწარმოებში, მესაში და კანტატა ბაბილონში გამოიკვეთა.

წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები