ქართული ბერყენა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქართული ბერყენა - Pyrus georgica Kuth.
გარკახ. – პრტყენა, მესხ. – ფშატი
ქართული ბერყენა ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს მშრალი ადგილების ბუჩქნარში ხარობს. ფოთოლი 6-10 სმ სიგრძისაა, 1.5 სმ სიგანის, კიდემთლიანი. იშვიათად გვხვდება დაკბილული ფოთლები. ყვავის აპრილში. ყვავილი თეთრია, ყვავილედი - ფარი. ნაყოფი მომრგვალოა, მწვანე ან მომწვანო-მოყვითალო ფერის.