ქართული ნეკერჩხალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქართული ნეკერჩხალი − ფოთლოვანი ხის ჯიში, სიმაღლით 5-15 მ, აქვს კოხტა, ლამაზი ვარჯი ხშირი ტოტებით; ფოთლები – მომწვანო, სამნაკვთიანი, წვრილი და ხორციანი, სწორად მდგომ მტევნისებურ ყვავილედებად შეკრული; მერქანი – მკვრივი და ლამაზი ტექსტურის. გავრცელებულია, ძირითადად, ქიზიყში (კახეთი) და ქვემო ქართლში. გამოიყენება ავეჯის, სასპორტო იარაღების, საყოფაცხოვრებო ნივთების დასამზადებლად, აგრეთვე, როგორც დეკორატიული ხე ბაღებისა და პარკების მოსაწყობად.