ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

„ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფიაზე“ მუშაობისას მიზნად დავისახე უწინარეს ყოვლისა ზედმიწევნით გამომერკვია, თუ რამდენი და რადარა პერიოდული გამოცემა, ამ ფართო გაგებით, იცემოდა ქართულ ენაზე საქართველოში და საქართველოს გარეთ, პირველი ასეთი გამოცემის, „ქართული გაზეთი“-ს (1819 წ.) დროიდან დღემდე; ასევე ზუსტად დამედგინა რამდენ ხანსა და რამდენ ნომრად თუ ნაკვეთად გამოიცა თვითეული მათგანი, სად იცემოდა, ვინ იყო რედაქტორი, გამომცემელი და, შეძლებისდაგვარად, აგრეთვე უმთავრესი თანამშრომლები, მიმართულება, შინაარსი ზოგადად და სხვადასხვა.


ეს შრომა თავისი გამოსვლით პირველად თვალსაჩინოდ ავლინებს უნიკალურ ქართულ პერიოდულ გამოცემებს: მკითხველი რომ გულდასმით გადასინჯავს წიგნს, დარწმუნდება, — რა ბევრია ისეთი ჟურნალი და გაზეთი, რომელიც მხოლოდ ერთ ბიბლიოთეკას გააჩნია და რომ ბევრია ისეთიც, რომელიც სულ არ მოიპოვება ბიბლიოთეკებში.“


„ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია“ საფუძველია ქართული ანალიტიკური ბიბლიოგრაფიისა.

გ. ილ. ბაქრაძე


ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები