ქართული შავი ქათამი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შავი ქათამი - ქართული ადგილობრივი შავი ქათამი აღნაგობით და პროდიქტიულობით კომბინირებული მიმართულების ქათმებს მიეკუთვნება. დედლების ცოცხალი მასა შეადგენს 2,7 კგ-ს, მამლების-3,2 კგ-ს. სქესობრი სიმწიფეს 165-175 დღის ასაკში აღწევს. მისი კვერცხის მასა 56-58 გრამია. ამ ქათამს ახასიათებს ფრინველის ჭირისადმი მაღალი რეზისტენტობა, რაც ამ გენეტიკური ნიშან-თვისებების გამოყენებით ფრინველის ჭირისადმი გამძლე ქათმის მიღების შესაძლებლობას იძლევა.