ქარტა (საწერი მასალა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქარტა – (ლათ. charta < ბერძნ. chartes– პაპირუსის ფურცელი), თავდაპირველად პაპირუსებისაგან დამზადებული საწერი მასალა, შემდეგ კი ყოველგვარი საწერი ფურცელი. სწორედ ამ მნიშენელობით გვხვდება ეს სიტყვა როგორც ძველი აღთქმის წიგნების უძველეს ქართულ თარგმანებში, ისე ორიგინალურ თხზულებებში. მოგვიანებით ქარტამ ბერძნულშივე მიიღო „საბუთის“ მნიშვნელობა, ქართულში იგი ამ მნიშვნელობითაც გვხვდება.

კ. დანელია


ლიტერატურა

  • დანელია კ. სარჯველაძე ს. ქართული პალეოგრაფია, თბ. 1997.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები