ქარცხვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქარცხვი

ქარცხვი - (Campanula aucheri A. DC. = Campanula saxifraga subsp. Aucheri [A. DC.] Ogan.); ოჯახი: მაჩიტასებრნი (Campanulaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მარტოულ-ყვავილიანია და წამოწეული, 4-26 სმ სიგრძის, გაფანტული ბეწვით მოფენილი. ფესვთანური ფოთლები ლანცეტა ან ხაზურ-ლანცეტაა, მოკლეყუნწიანი. ღეროსეული ფოთლებიც ლანცეტა ან ხაზურია, მჯდომარე. ფოთლები შებუსულია. გვირგვინი მუქი იისფერია, ძირში თეთრი ლაქით. ყვ. ნაყ. VI-IX. მაღალმთის მცენარეა, იზრდება კლდეებზე და ღორღიან ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.







წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები